მოსწავლეთათვის

                                                

,,ვ"
ჩვენს  ბოჩოლას  ზამთარში,
როცა  ძლიერ  ცივა,
რა ექნება სკვებად?
გემრიელი  თივა.
მოვაგროვებთ  ბალახებს,
დროზე  მოვიმარაგებთ,
და  ზამთარში, როდესაც
უსაშველოთ  ცივა,
ჩვენს ბოჩოლას საკვებად
რა  ექნება? -თივა.


ანდაზა:   ,,ვინც მოითმენს,ის  მოიგებსო."

               ,,ვარდი უეკლოდ  ვის  მოუკრეფიაო."





,,მ"

მუხის   ხეო,  ნამეხარო,

რა   ლამაზი   რამე   ხარო

ცალი  მხარე  დღეს  მიგიგავს,

ცალ  მხარეზე  ღამე  ხარო.

მაგრამ  გული  არ  გაგიტყდეს,

შრიალა  და  მწვანე  ხარო.

ანდაზა: ,,მელამ  თავის  კუდი  მოწმედ  მოიყვანაო."

 

 

 



                                                        ,,ძ"

ძილისპირული რომ  მორჩა,

 ახლა  იწყება  კინოო,

 ბებიამ  მითხრა: მაცაცო,

 დრო  არის  დაიძინოო!

 რა  დროს  ძილია, ბებიკო,

 რვა  საათი  თუ  შვიდია,

 მამიკომ  ხომ  თქვა  ზამთარში,

 ღამე  ისედაც  დიდია.

 


                   



,,უ"

უთო არის ძალზე ცხელი,

არ დაიწვა გოგო ხელი,

გაუსვი და გამოუსვი
მოხდენილად,სწრაფად!
დედოფალას მოუხდება
გატკეცილი კაბა...
დაჭმუჭნული ტანსაცმელით
ხომ არ ივლის აბა?

ანდაზა: ,,უსწავლელი  კაცი  უტარო  ცულიაო"













,,ე"

დგას ტყის პირას ტანაყრილი,
ნორჩი,პაწაწინა,
ხან ნიავი უალერსებს,
ხან შხაპუნა წვიმა.
დგას პაწია,ნორჩი ნაძვი,
თავს იწონებს ტყეში,
სულ მწვანეა თბილ დარშიაც,
და თოვლიან დღეშიც.




ანდაზა: ,, ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყოო."






,,ო"

ოთარმა  თოხი  აიღო,

ხალისით მიდის  ყანაში,

პაპა რომ შრომას შეუქებს,

მერე  კარგია თამაში.



    ანდაზა:  ,, ორი  კურდღის მადევარი,ვერც ერთს ვერ დაიჭერსო."

თხა

თხა მყავს კუდა და ნაცარა,
მთელი ვენახი გაცალა,
ისე შესანსლა ყურძენი
წვერი არ გააცანცალა.
ამბობს ბაბუა ილია:
-ამას ჩამოსძვრეს კბილია,
თავიდან მოვიცილებდი,
რძე რომ არ ჰქონდეს ტკბილია.


ანდაზა:ხერხი სჯობია ღონესა,თუ კაცი მოიგონებსა.

    





                                ასო-ბგერა  ,,ს"


 თინამ თასით ბებიას,


    წყალი მიურბენინა,

    არ სწყუროდა,დალია,

    თინას არ აწყენინა.



ანდაზა: სწავლა  სიბერემდეო.

            




 თითები

ფავორიტებში დამატება
ჩემო კარგო თითებო,
მე თქვენ ყველგან მჭირდებით,
მეხმარებით ჭამაში,
კოვზს რომ ჩაეჭიდებით.
თვლას მასწავლით ათამდე,
ჩხირებივით ითვლებით.
სუფთა წერაც ისწავლეთ,
მელნით რატომ ითხვრებით?
დედიკოსთან თქვენს გამო
დღეში ათჯერ ვწითლდები.
გიორგი წერეთელი

andaza:   Tagvma Txara, Txarao, kata gamoTxarao.            

             

ფავორიტებში დამატება

აი ია,
აი, ია
რა ლამაზი
ყვავილია,
მინდორშიაც,
ბაღჩაშიაც,
ჩემს წიგნებშიც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი ია,
აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია. 
გიორგი წერეთელი


ანდაზა: ადრე ამდგარსა კურდღელსა,ვერ დაეწევა მწევარი.



        კიდევ  ერთხელ ყურადღებით  მოუსმინეთ! <3






                                                     ახლა კი ბასტი-ბუბუს უყურეთ!








              დედიკოების დახმარებით დაიმახსოვრეთ:  

     
         ქართულში გვაქვს 33 ასო-ბგერა. აქედან  5 ხმოვანია-ა,ე,ი,ო,უ.        დანარჩენ  ასობგერებს თანხმოვნები ჰქვია. წინადადება შედგება სიტყვებისაგან.  სიტყვები- მარცვლებისაგან, მარცვლები კი ასო-ბგერებისაგან.

      

     ჩემო პატარებო,იმედია არ დაიზარებთ გამოცანის სწავლას! <3



,,დედა ენას,, რა უთქვია?

წიგნის კარი გაუღია!
პირველი ვინ გეგებება?-
ყვავილს თავი დაუხრია!
შენთვის გული გაუთბია
და ცოდნის გზა დაუგია;
გაზაფხულის მოსვლას გამცნობს-
ამით ხარობს ნაზი... 
                           (ia)



ფავორიტებში დამატება 


                ფოთოლი


ფოთოლი ვარ, ნიავ-ქარში
საამურად მოშრიალე,
ახლოვდება შემოდგომა
და მოვწყდები ტოტებს მალე.

მაგრამ ეგ ნუ შეგაშინებთ
დრო თუ უკან არ ბრუნდება,
ამ ჩემს ტოტზე, ჩემს მაგივრად,
სხვა ფოთოლი დასკუპდება.



                                     საშინაო დავალებისათვის

                                             ქართულ ენაში

                                       163-ე საჯარო  სკოლის

                                     1  კლასის  მოსწავლე

                                       ----------------------------

                                        15 სექტემბერი

ეს თქვენი პირველი დავალებაა. იმედია, არ გაგჭირდებათ სწავლა! <3



სექტემბერმა ფოთლები,

დააფინა შრიალით,

ბავშვები კი მივფრინავთ,

აჩქარებით, ფრიალით

.ჩვენი სკოლის შენობა,

საზეიმოდ გაიწყოდა ახალი სასწავლო

     წელიც უკვე დაიწყო.





4-5 მაისი




ძალიან  გთხოვთ  ყურადღებით მოუსმინეთ! <3



1-2 ივნისი


20 მაისი


18 მაისი


ინტერვიუ  აიღეთ მეზობლისგან ან მეგობრისგან.დაწერეთ ფურცელზე.ბოლოს მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.

ინტერვიუ

სახელი,გვარი-------------------------------------------------------------

რომელ კლასში სწავლობთ?-----------------------------------------

რა  წრეებზე დადიხართ?----------------------------------------------

გაქვთ თუ არა თავისუფალი დრო?---------------------------------

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?----------------------------------                                                    

                                    ინტერვიუ  მოამზადა------------------------

,,ყაჩაღის  ასული  რონია"


14-15 მაისის  დავალება


13 მაისი


,,ყაჩაღის  ასული რონია"


ზღაპრის შინაარსი, მოკლედ, ასეთია: ყაჩაღთა თორმეტკაციანი რაზმის ბელადის, მატისის ასული რონია დაიბადა ქარიშხლიან ღამეს, ჭექა-ქუხილის დროს. იმავე მომენტში მატისის მოსისხლე მტერს, ყაჩაღთა ასევე თორმეტკაციანი ბანდის მეთაურს, ბორკას გაუჩნდა ვაჟი, ბირკი. ბავშვების დაბადებისას მეხმა შუაზე გააპო მატისის ციხე-სიმაგრე. მის ერთ ნაწილში დარჩა მატისის ოჯახი და რაზმი, მეორე ნაწილს კი მალე დაეპატრონა ჯარისკაცების მიერ დევნილი ბორკა, თავისი ოჯახითა და ერთგული ყაჩაღებითურთ.
როდესაც რონია წამოიზარდა, დედ-მამამ გოგონას ნება დართო, ყოველდღე დაეტოვებინა ციხე-სიმაგრე და გასცნობოდა გარემომცველი უზარმაზარი ტყის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მის ბინადართა ცხოვრებას. ერთ მშვენიერ დღეს რონიამ და ბირკმა ერთმანეთი გაიცნეს და, მშობლებს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, დამეგობრდნენ, შემდეგ კი და-ძმობაც შეჰფიცეს ურთიერთს.
ბორკასა და მატისის შუღლმა აიძულა ბავშვები, წასულიყვნენ ციხე-სიმაგრიდან და თავი შეეფარებინათ გამოქვაბულისთვის, სადაც მათ გაატარეს გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ისინი კვლავ დადიოდნენ ტყეში, სადაც არაერთი თავგადასავალი გადახდათ. ზამთრის დადგომისას შვილს მონატრებულმა მატისმა შინ წაიყვანა რონია. ბირკიც დაბრუნდა თავის დედ-მამასთან. მატისმა და ბორკამ, ორთაბრძოლის შემდეგ, დაივიწყეს ძველი მტრობა და დამეგობრდნენ. მომდევნო გაზაფხულზე ბავშვებმა კვლავ გამოქვაბულში დაიდეს ბინა, ახლა უკვე – მშობლების ნებართვით. ასე მთავრდება “ყაჩაღის ასული რონია”.













,, ტომ  სოიერის თავგადასავალი"




        ( სამწუხაროდ  ქართულად გახმოვანებული ვერ ვიპოვე)


ვარძია

                                                             (ყურადღებით  მოუსმინეთ!!!)

მზის  სისტემა


ცას აწვდენილი  დედის  ვედრება

 თქვენი  ეკა  მასწავლებელი!


წითელი კვერცხი


         სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.                                                               



ბავშვებო,ძალიან გთხოვთ ყურადღებით  უყურეთ მულტფილმს!

                         


დრო  თუ დაგრჩათ,  ქართულ  მულტფილმს  უყურეთ

                         

ქართველი  მოგზაური რაფიელ  დანიბეგაშვილი 



 წაიკითხეთ  ინფორმაცია  ცვრიანას   შესახებ და  ქვემოთ მოცემული  ვიდეოც  ნახეეთ! 

ცვრიანა







                                                 ნიკო  ფიროსმანი  


ძალიან გთხოვთ,ყურადღებით უყურეთ  ფილმს!

                                                    ეკა  მასწავლებელი <3

                                                                       



No comments:

Post a Comment